აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური მუშაობს. დილით 06:15 საათზე დაწყებული დაშლის შედეგად - 107 პირია დაკავებული. 29 და 30 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს კი მთლიანობაში 150 ადამიანია დაკავებული. აქციის ძალადობრივი დაშლის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებისთვი ცნობილი ადამიანები და ოპოზიცია ისევ ქუჩაში გამოსვლას აანონსებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას დისკომფორტი არამხოლოდ დედაქალაქში არამედ რეგიონებშიც უნდა შეუქმნან