ლატვიელი ევროპარლამენტარი - დასავლეთმა უნდა იმოქმედოს! - „ქართული ოცნების“ მთავრობა ქართველ ხალხს უფსკრულისკენ მიათრევს - Palitra News

ლატვიელი ევროპარლამენტარი - დასავლეთმა უნდა იმოქმედოს! - „ქართული ოცნების“ მთავრობა ქართველ ხალხს უფსკრულისკენ მიათრევს

2024-11-30 12:31:01+04:00

დასავლეთმა უნდა იმოქმედოს - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

„სცენები საქართველოდან: მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების გასაჩუმებლად გამოყენებული პოლიციის სისასტიკე, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ქართველების 80%-ს ევროკავშირში მომავალი სურს, მაგრამ მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ პრორუსული უფსკრულისკენ მიათრევს. დასავლეთმა უნდა იმოქმედოს - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ - წერს რიჰარდს კოლსი.