საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს. ამჟამად მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
ტერიტორიიდან გაყვანილია წყლის ჭავლის მანქანები, სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები.
პარალელურად, სამართალდამცველებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ კორდონი გააკეთეს და მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
რუსთაველის გამზირზე ახლა “თბილსერვისის” თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას იწყებენ.