აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა - Palitra News

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

2024-11-30 00:36:20+04:00

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

სამართალდამცველებმა დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ფოტოგრაფი. დაპირისპირების დროს ერთი პირი შეუძლოდ გახდა.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთაველის ქუჩისკენ მიემართებიან, რომელიც ნაწილობრივ გადაკეტილია.