საგარეო საქმეთა და ასევე თავდაცვის სამინისტროების შემდეგ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სხვა საჯარო უწყებებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა - რას აცხადე - Palitra News

საგარეო საქმეთა და ასევე თავდაცვის სამინისტროების შემდეგ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სხვა საჯარო უწყებებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა - რას აცხადებენ ქართველი დიპლომატები

2024-11-29 21:41:33+04:00

საგარეო საქმეთა და ასევე თავდაცვის სამინისტროების შემდეგ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სხვა საჯარო უწყებებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. მმართველი პარტიის ბოლო გადაწყვეტილებას ასევე უცხო ქვეყნებში საქართველოს ელჩებიც გამოეხმაურნენ.

საქართველოს ელჩი ბულგარეთში, ოთარ ბერძენიშვილი პირველი აღმოჩნდა, ვინც თანამდებობა დატოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი დიპლომატები და სხვადასხვა უწყებაში მომუშავე პირები ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების გამო არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, საქართველო იზოლაციაში აღმოჩნდეს.