პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის გადაწყვეტილება მოხალეობისთვის გამოცხადებულ ომად, საკონსტიტუციო გადატრიალებად და ევროპიდან რუსეთისკენ სვლად შეაფასა.
პრეზიდენტი მიმართავს საჯარო მოხელეებს, სამართალდამცველებს, ,ქართულ ჯარსა და მთლიანად საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაწყებულ დიდ საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ. სალომე ზურაბიშვილი ასევე მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, რომ მიიღოს ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ხელს შეუწყობს.