ვიდრე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იწოდებს, ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლფების მისამართით კრიტიკას ვერ მალავს. საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველოს უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს. ევროპარლამენტარები, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპულ კურსს გადაუხვია.