საქართველოს ხელისუფლების გუშინდელმა გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით კითხვის ნიშნები გააჩინა. კონსტიტუციონალისტები და საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები არ გამორიცხავენ რომ პარტნიორებმა საქართველოს სახელმწიფოსთვის გამოყოფილი დახმარება არა თუ 2028 წლამდე, არამედ გაცილებით უფრო ხანგრძლუვი დროით გაყინოს. საუბარია დამატებით ქმედით ნაბიჯებზე. ექსპერტები უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც არ გამორიცხავენ.