ოთარ ბერძენიშვილი - ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე - არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ - Palitra News

ოთარ ბერძენიშვილი - ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე - არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ

2024-11-29 15:21:36+04:00

ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ის არის პირველი ქართველი დიპლომატი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს მთავრობამ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაჯებების გახსნის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. მანამდე გადაწყვეტილებას გაემიჯნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 100-ზე მეტი თანამშრომელი. უწყებაში მომუშავე პირები ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების გამო არ გამორიცხავენ ქვეყანა იზოლაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. „ქართული ოცნება“ კი დიპლომატებს, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, ურჩევს თანამდებობა დატოვონ.