„საქმე შანტაჟის ნაცვლად“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესადმი ქართულ ოცნებას სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს. ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიგინზე კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის მზად ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება. თუმცა თუკი ეს ასეა რას ემსახურება 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ევროკავშირთან მოლაპარაკეებების გახსნის საკითხის მოხსნა? როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ეს არის უარი არაკეთილმოსურნე ევროპელი ლიდერების შანტაშზე და არა თავად ევროპაზე. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე გამართულ გუშინდელ აქციას, უმრავლესობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ პროტესტი უსაფუძვლოა და ქვეყანაში რევოლუცია ვერ მოხდება. რა არგუმენტებს უპირისპირებს მმართველი პარტია ოპონენტების ბრალდებებს.