ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. ევროპარლამენტარები, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ. ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ხალხი მოატყუა და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებრლი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს უარესისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს - ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები.