საჯარო უწყების თანამშრომლები ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 100 თანამშრომელი ემიჯნება. უწყებაში მომუშავე პირთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის გაჩერება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს არ შეესაბამება და ქვეყანის იზოლაციის საფრთხეს გამოიწვევს. საგარეო უწყების თანამშრომლების გამიჯვნა მალევე გახდა ქართული ოცნების ლიდერების კრიტიკის საგანი. უმრავლესობის წევრის მხრიდან მოვისმინეთ მოწოდება, რომ ევროკავშირს შეფიცულმა დიპლომატებმა თანამდებობები დატოვონ.