საქართველოს ხელისულფება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირთან მოლაპარაკეებების გახსნის საკითხს და უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ,რომ საქართველო უარს ამბობს ევროინტეგრაცია განიხილოს როგორც მოწყალება და ქვეყანა ევროპული კურსისკენ სვლას მხოლოდ ღირსებით, რეფორმების შესრულების კვალდაკვალ განაგძობს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან ჩახსნა უარია არაკეთილმოსურნე ევროპელი ლიდერების შანტაშზე და არა თავად ევროპაზე. რა არგუმენტები აქვს უმრავლესობას?