ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოხალეობისთვის გამოცხადებული ომი, საკონსტიტუციო გადატრიალება და ევროპიდან რუსეთისკენ სვლა - ასე შეაფასა პრეზიდენტმა მთავრობის გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან მოხსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ქვეყნის პრეზიდენტი მიმართავს საჯარო მოხელეებს, საპოლიციო ძალებს ,ქართულ ჯარს, მთლიანად საზოგადოებას გადადგან ღირეული ნაბიჯი და შეუერთდნენ წინააღმდეგობას ქართული ოცნების წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილი ასევე მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს მიიღოს ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება, რაც დაეხმარება საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას. გუშინ ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდგომ სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზეც იმყოფებოდა.