პროტესტის დარბევისთვის უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანზიაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაცია წერს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ. საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს.