აქციები თბილისსა და რეგიონებში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს არ დააყენებს. ამ განცხადებიდან მალევე, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისთან , შემდეგ კი პარლამეტნის შენობის წინ შეიკრიბნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საზოგადოებამ დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა უნდა გამოაცხადოს. თბილისის გარდა, აქციები გაიმართა ბათუმში, ზუგდიში და ქუთაისში.