როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ყველა პარტია ერთიანად იქნება პროცესებში ჩართული.
პარტიის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებს შეუერთდებიან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
დიპლომატებთან და ოპოზიციურ პარტიებთან საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.