რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები იკრიბებიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.
აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები - „მონა, მონას“ სკანდირებენ.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც.