რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ბაზებზე დარტყმებს არ გამორიცხავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედვედევის თქმით, თუკი კონფლიქტი ესკალაციური სცენარით განვითარდება, არაფრი გამორიცხული არ არის , რადგან ნატოში შემავალი ქვეყნები თავისი არსით უკრაინის კონფლიქტში ჩაერთნენ. მედვედევის მტკიცებით, მიუხედავად ამისა, მას არ სურს ასეთი სცენარის ხილვა. „იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს, მე, სამწუხაროდ, საერთოდ არავითარი სცენარის გამორიცხვა არ შემიძლია, ყველაზე რთულის და გულდასაწყვეტისაც კი. ჩვენ არ გვსურს ასეთი სცენარი. ", - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.