სირიელმა ამბოხებულებმა დასავლეთ ალეპოში სირიის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას CNN-ი „თავისუფალი სირიის არმიის“ წყაროებსა და ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიის ოპოზიციურმა ძალებმა შეტევის, შესახებ „ტელეგრამ“ არხებზე გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ შეტევა სირიის პრეზიდენტის, რეჟიმის ბოლოდროინდელ საარტილერიო დაბომბვებზე პასუხს წარმოადგენს. ოპოზიციური ძალების ცნობით, შეტევის შედეგად სირიის რეჟიმის ძალებიდან 37 ადამიანი დაიღუპა. ასევე, ამბოხებულებმა 13 სოფელი და დასავლეთ ალეპოში სირიის რეჟიმის უდიდესი ბაზა დაიკავეს. 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადეს, ოთხშაბათს დაწყებული შეტევა ამბოხებულებსა და სირიის პრეზიდენტის რეჟიმს შორის პირველი მნიშვნელოვანი შეტაკებაა.