„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ გერმანის ელჩს საკუთარი უფლება -მოვალეობები „არეული აქვს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პოზიტიური წვლილის შეტანის ნაცვლად, მავნებლობს. ირაკლი ზარქუამ გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს შეადარა. ქართული ოცნების დეპუტატმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც, გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა “ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება და საქართველოს მომავალი ევროკავშირში კითხვის ნიშნის ქვეშაა.