ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც საქართველოს შესახებ პირველი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რეზოლუცია ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, ვიზალებარალიზაციის გადახედვასა და საქართველოს ოფიციციალური პირების დასანქცირების საკითხს შეეხება. ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გამო უკმაყოფილებას გამოხატავს. ოპოზიციას წინააღმდეგობის გზაზე სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებმა ყველანაირი ფასი დაკარგა.