ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა საპარლამენტო მანდატების გაუქმების თაობაზე კონსესუსის მიღწევას ვერ ახერხებს თუმცა უცვლელად ტოვებს გადაწყვეტილებას - არ შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში და პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს. ამ დროისთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართა "კოალიციამ ცვლილებისთვის", "ძლიერმა საქართველომ" და "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთმა წევრმა გიორგი ვაშაძემ. მანამდე კი ცესკოში სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სიები ჩახსნა. არც მანდატების დატოვებას და არც სიების ჩახსნას ამ ეტაპზე არ აპირებს "გახარია საქართველოსთვის" გუნდი. პარტიაში აცხადებენ, რომ საკითხზე ამომრჩევლებთან კომუნიკაცია აქვთ და გადაწყვეტილებას მიიღებენ მაშინ, როცა ამას საჭიროდ თავად ჩათვლიან. ვიდრე ოპოზიცია საკუთარ გეგმებს აწყობს, ხელისუფლების ლიდერები ოპონენტებს საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესისისთვის მაინც ელოდებიან.