მე-11 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა მარტო, ოპოზიციის გარეშე გამოუცხადა. უმრავლესობის დეპუტატებმა ორი დღის განმავლობაში მოუსმინეს 12 უწყების მინისტრობის კანდიდატებს. დღეს კი დეპუტატების წინაშე სამთავრობო გეგმით პრემიერ- მინისტრი ირაკლი კობახიძე წარსდგა. უმუშევრობისა და სიღარიბის დაახლოებით 4 პროცენტამდე შემცირება ბიზნესისა და ტურიზმის მხარდაჭერა, ანაკლიის პორტის დასრულება, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება - ეს ნაწილია იმ დაპირებებისა, რომელსაც ირაკლი კობახიძის მტკიცებით ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შეასრულებს. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა დაასახელა. მაგდა ბლუაშვილს ვრთავთ საკანონმდებლო ორგანოდან.