დავით კირთაძის მისვლა ევროკავშირის ოფისში თავისთავად არის გაუგონარი მოვლენა და ეს არის, რა თქმა უნდა, სიძულვილის მხარდაჭერა, რაც ძალიან შემაშფოთებელია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოში რეჟიმის ცვლილებითა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებით არის დაინტერესებული, ეს ევროკავშირის ელჩმა უნდა დაადასტუროს.
„მე მგონია, თქვენ უნდა დაუსვათ კითხვა ევროკავშირის წარმომადგენლებს, regime change არის თუ არა მათი ამოცანა ამ ქვეყანაში. მე მგონი კარგი იქნება თუ ამ კითხვას დაუსვამთ, მაგალითად, ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ეს დასასმელი კითხვაა, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს იმაზე, თითქოს ევროკავშირის ამოცანა საქართველოში regime change და „ნაციონალების“ დაბრუნებაა ძალაუფლებაში. იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც აწამებდნენ და კლავდნენ ამ ქვეყანაში ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს, იტაცებდნენ ტელევიზიებს, გახვიეს ეს ქვეყანა ომში. თუ ევროკავშირს უნდა regime change და მითუმეტეს, ამ კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა“, - განაცხადა კობახიძემ.