ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს პარლამენტს მანდატების ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. გიორგი ვაშაძის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მანდატების დატოვების შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ გუნდმა შეიტანა. დღეს ამავე მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად მიმართავს კოალიცია ძლიერი საქართველოც. მანამდე კი ცესკოში სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სიები ჩახსნა. არც მანდატების დატოვებას და არც სიების ჩახსნას ამ ეტაპზე არ აპირებს გახარია-საქართველოსთვის გუნდი. პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სწორ დროს, სწორი ფორმით მიირებენ. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა-არყოფნას ნულოვანი ფასი აქვს.
საკანონმდებლო ორგანოში მანდატების დატოვების შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ გუნდმა შეიტანა - კიდევ რომელი პარტია აცხადებს უარს მანდატებზე