გრძელი გზა შინისკენ , ინდოეთში დაბადებული ავსტრალიელი ბიზნესმენისა და მწერლის , სარუ ბრაიერლის ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. წიგნი 2013 წელს ავსტრალიაში გამომცემლობა Viking Australia-ს მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნი მოიცავს ბრაიერლის ცხოვრების სამ ათწლეულს და აღწერს მის განსაცდელითა და თავგადასავლით აღსავსე ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ხუთი წლის ასაკში, ინდოეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში, დაიკარგა, მასზე მეურვეობა კი საშუალო კლასის ავსტრალიურმა ოჯახმა ითავა. წიგნში აღწერილია ის 25-წლიანი, ავტორისთვის საკმაოდ მძიმე, პერიოდი, რომლის დროსაც იგი ცდილობდა, დაბრუნებოდა ფესვებს და საკუთარ ოჯახს.სარუ ბრაიერლის ისტორიამ დიდი ყურადღება დაიმსახურა მსოფლიოში , განსაკუთრებით კი ინდოეთსა და ავსტრალიაში. ავტორის ნამდვილი სახელი და გვარი შერლ მუში ხანია, ის 1981 წელს ინდოეთის ღარიბ პროვინციაში , უღატაკეს ოჯახში დაიბადა. ოთხი წლის ასაკში მას არ შეეძლო კითხვა , მან დაბადების ადგილის სახელიც კი არ იცოდა. დედამისი ოთხ შვილს ზრდიდა და ისინი მუდმივად მშივრები იყვნენ ამიტომაც ბრაიერლის უფროსი ძმები მატარებლით ხშირად დადიოდნენ მეზობელ ქალაქებში იმ იმედით, რომ საჭმელს ნახავდნენ. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას ავტორს მატარებლის სადგურზე ჩაეძინა და როდესაც გაეღვიძა , მისი ძმა მის გვერდით აღარ იყო. ის შეცდომით აღმოჩნდა მატარებელში , რომელმაც სახლიდან ათასობით მილის მოშორებით სრულიად უცნობ ქალაქში , კალკუტაში მიიყვანა სადაც მან ხუთი თვე გაატარა. ის ცხოვრობდა ქუჩაში , არასრულწლოვანთა სახლში , საბოლოოდ კი თავშესაფარში აღმოჩნდა. სწორედ აქ იშვილა ავსტრალიელმა წყვილმა მწერალი და წაიყვანა ტანსმანიაში.