აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 725 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. Reuters-ის წყაროების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას, რუსეთის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, აშშ-ის მარაგებიდან სხვადასხვა სახის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდოს, მათ შორის სახმელეთო ნაღმები, დრონები, და საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის. გამოცემა წერს, რომ შეიარაღების პაკეტის შესახებ კონგრესს ოფიციალურად, შესაძლოა, ორშაბათს აცნობონ. მისი შემადგენლობა და ზომა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ბაიდენის ხელმოწერამდე, შეიცვალოს.