საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებასა და ახალ მანდატს ულოცავს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია საქართველოს ევროპულ გზაზე დაეხმარება... „დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში”, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.