ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს პარლამენტს მანდატების ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. გიორგი ვაშაძის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მანდატების დატოვების შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ გუნდმა შეიტანა. დღეს ამავე მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად მიმართავს კოალიცია ძლიერი საქართველოც. მანამდე კი ცესკოში სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სიები ჩახსნა. არც მანდატების დატოვებას და არც სიების ჩახსნას ამ ეტაპზე არ აპირებს გახარია-საქართველოსთვის გუნდი. ამბობენ რომ ამ ნაბიჯსს სწორ დროს და სწორი ფორმით გადადგამენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ უპრინციპოა ყველა ის ადამიანი, ვინც მანდატების ჩახსნის მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად არ მიმართა.