საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 14 დეკემბერსაა ჩანიშნული. გასული წლებისგან განსხვავებით, პრეზიდენტს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგიის ხმათა 2/3 დასჭირდება. ხელისუფლების წევრები ფიქრობენ რომ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი წინა პრეზიდენტებისაგან განსხვავებით იმედს არ გაუცრუებს და პრეზიდენტის ინსტიტუტს წარტმეულ ღირსებას დაუბრუნებს. ქვეყნის მთავარსარდლის პოსტზე ყოფილი ფეხბურთელის კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ ოპოზიციაში.