როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსდება ყინულის მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. ამასთან, კახა კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და სხვადასხვა არეალის მორთვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.