მანამდე, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ამ დროს საინტერესოა, რას აპირებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“? მათ გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებენ, თუმცა მანდატებს მაშინ დატოვებენ, როდესაც ამას საჭიროდ თავად ჩათვლიან.