საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა - ოპონენტები ყაველაშვილის კანდიდატურას ამ ინსტიტუტის მიზანმიმარ - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა - ოპონენტები ყაველაშვილის კანდიდატურას ამ ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ

2024-11-27 20:23:50+04:00

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. მას პრეზიდენტად ასარჩევად 14 დეკემბერს ჩანიშნულ არჩევნებზე 300 წევრისგან შემდგარი კოლეგიის ხმათა 2/3 დასჭირდება.

როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, ყაველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ე.წ. „დროებით წართმეული ღირსება“ უნდა დაუბრუნოს, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის პოსტზე ყაველაშვილის კანდიდატურას ამ ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ და ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ პოსტზე გაუნათლებელი, უზრდელი და ანტიდასავლელი კანდიდატი წარადგინა.