სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება, - ამის შესახებ თავად სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა.
„ბუნებრივია, როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ფაშიზმზე გამარჯვების ოფიციალურ ზეიმში მონაწილეობით, რომელიც 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გაიმართება, უაღრესად დაინტერესებული ვარ. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური მიწვევა, ამ მნიშვნელოვან დღესასწაულში მონაწილეობა მივიღო, რასაც მე გავაკეთებ, სიამოვნებით მივიღე“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
ამასთან, სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს.