„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. პარლამენტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მანდატის მქონე 19-ივე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა. მანამდე ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ამ დროს რას აპირებს პარტია გახარია საქართველოსთვის? გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებენ, თუმცა მანდატებს დატოვებენ მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ თავად ჩათვლიან.