მე-11 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად მუშაობას განაგძობს და საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენობისთვის ნდომის გამოსაცხადებლად ემზადება. ამ წუთებში კანონმდებლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშილს უსმენენ. უმრავლესობის დეპუტატები დღეს სულ 7 მინისტრობის კანდიდატს უნდა მოუსმინონ, მათ შორის სამთავრობო კაბინეტის ახალ სახეს დავით სონღულაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოთარ შამუგიას ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.