„ქართული ოცნების“ ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს - Palitra News

„ქართული ოცნების“ ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

2024-11-27 10:22:29+04:00

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. ამ მიზნით პარტიის ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის სხდომა დაიწყება.

11:00 საათზე დაგეგმილია განცხადების გაკეთება.

ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.