ირანის საგარეო უწყება - მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას - Palitra News

ირანის საგარეო უწყება - მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას

2024-11-27 10:08:51+04:00

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ლიბანში აგრესიის დასრულებას მიესალმება, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„მივესალმებით ახალ ამბავს ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულების შესახებ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ

მისი თქმით, ლიბანის მთავრობის, ერისა და წინააღმდეგობის მიმართ ირანის მხარდაჭერა მტკიცეა.

შეგახსენებთ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში. მისი განმარტებით, ისრაელი ინარჩუნებს სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას და თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დაესხმება.