ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა ქუჩები გადაკეტეს და პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომა მოითხოვეს. პროტესტის მიზეზად კორუფცია და ოპოზიციის ლიდერების სავარაუდო დევნა დაასახელეს. აქციის დაწყებიდან მალევე მიიღო ძალადობრივი ხასიათი. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე ედი რამას რეჟიმი არ წავა. ედი რამა ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება და მომავალ წელს მეოთხე ვადით აპირებს კენჭისყრას.