მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას 28 ნოემბერს დამატკიცებს - Palitra News

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას 28 ნოემბერს დამატკიცებს

2024-11-27 09:27:53+04:00

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას 28 ნოემბერს დამატკიცებს , თუმცა მანამდე დღეს საკანონმდებლო ორგანოში ახალი დეპუტატები მინისტრობის კანიდატებს მოუსმენენ. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა 5 მინისტრობის კანდიდატს, მათ შორის სამთავრობო კაბინეტის ახალ სახეებს მაკა ბოჭორიშვილსა და ანრი ოხანაშვილს უკვე მოუსმინეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან განსხვავებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან. ამბობენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობაც არაალეგიტიმური იქნება. ოპოზიციის მოსაზრებას იზიარებენ ექსპერტებიც და მთავრობის ახალი შემადგენლების დამტკიცების პროცესს არალეგიტიმურს უწოდებენ.