ვის ვიხილავთ სალომე ზურაბიშვილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე? - კანდიდატების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ქართულ ოცნებას პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ წარუდგენია, თუმცა ამავდროულად მმართველ გუნდში უარყოფენ მოსაზრებას, რომ შესაძლოა მათი კანდიდატი პარტიის საპაიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს. კვლავაც ხისტი და კრიტიკულია ოპოზიცია. მათი თქმით, პრეზიდენტს, რომელსაც არალეგიტიმური ორგანო აირჩევს, ლეგიტიმაცია ვერ ექნება. “პრეზიდენტის დანიშვნა მმართველი გუნდის მიერ"- ასე აფასებენ ექსპერტები მიმდინარე პროცესებს და ამბობენ რომ 14 დეკემბერს არათუ 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია, არამედ ქართული ოცნება აირჩევს მისთვის სასურველ პრეზიდენტობის კანდიდატს.