„კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს" წევრებმ საარჩევნო სიები უკვე ჩახსნეს. ოპოზიციური კოალიციებისგან განსხვავებით, სიების ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს გიორგი გახარიას გუნდს. ოპონენტების განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლები სკეპტიკურად აფასებენ და ვარაუდობენ რომ საგაზაფხულო სესიისთვის ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარლამენტში მაინც შევლენ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ექსპერტებს. მათი თქმით მნიშვნელოვანია ოპოზიციური ძალა იყოს ერთიანი და ახალ სამოქმედო გეგმაზე იფიქროს.