ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო. ცესკოს ინფორმაციით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. კოლეგიის შემადგენლობაში იქნება , საქართველოს პარლამენტის , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. რაც შეეხება საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს, მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ. პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს დილის 09:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს აქვს. ცესკოს განმარტებით, თუკი არჩევნების პირველ ტურში კანდიდატმა ხმების 2/3 ვერ მიიღო, იმავე დღეს მეორე ტური გაიმართება და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.