საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურ - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა

2024-11-26 21:37:07+04:00

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. მათივე თქმით, თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.