საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა - Palitra News

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა

2024-11-26 21:33:45+04:00

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. მან საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად კონსტიტუციის 38-ე მუხლი მოიყვანა, რომლის თანახმადაც, შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ 10 დღეში პარლამენტი იკრიბება.

ომბუდსმენის აღნიშნულ განცხადებას მისივე აპარატის თანამშრომლების ნაწილი არ ეთანხმება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 30-ზე მეტი თანამშრომელი აცხადებს, რომ პარლამენტის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ქვეყნის კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის უგულებელყოფით ​მოხდა. აპარატის თანამშრომლების განცხადებას წინ უსწრებდა ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის კომენტარი - მან განაცხადა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. აპარატის 30-ზე მეტი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ 25 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომაზე ლევან იოსელიანის მისვლით ზიანი ადგება ომბუდსმენის ინსტიტუტს.