მისივე შეფასებით, თუ ვინმეს უნდა დაუწესდეს სანქციები, ეს, პირველ რიგში თავადაა, რადგან ბრძანებებს სწორედ ის გასცემს არა ვთქვათ ზვიად ხარაზიშვილი ან დეპარტამენტის ხელმძღვანელები. გომელაურის თქმითვე, ამ პირებს სანქციების მიუხედავად, ხელფასები ბანკში ერიცხებათ, ვინაიდან შიდა რეგულაციით, არავის აქვს გადარიცხვების შეჩერების უფლება. შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარება" და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს ფინანსური სანქციები 16 სექტემბერს დაუწესა.