საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 წევრისგან დაკომპლექტებული კოლეგია აირჩევს. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კანდიდატურას, აღნიშნულ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ. ვინც არ უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილის შემცვლელი, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს, რომელსაც არალეგიტიმური ორგანო აირჩევს, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.