გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გერმანიის ტერიტორიაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება ბერბოკმა დიდი შვიდეულის სამიტზე გააკეთა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას და არსებობს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, რომელიც ამ დასკვნამდე მივიდა. დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავენ და ცდილობენ, შეიმუშაონ საერთო პოზიცია ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებასთან დაკავშირებით რომელიც ჰააგის სასამართლომ გასცა, თუ ის საზღვარგარეთ გაემგზავრება.