რუსებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს, უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული ძალების მიერ გაშვებული 95 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 5 დრონი კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციითვე, რუსული ძალების იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.